1. პროექტის სახელი: აქტიური ზაფხული!
2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით:
შეიქმნება მოსწავლეთა ის ჯგუფი, რომელიც სურვილს
გამოთქვამს ცხელი ზაფხულის პერიოდში სეზონურ სამუშაოზე
3. პროექტის სრული აღწერა: შეიქმნება სკოლაში იმ მოსწავლეთა სია, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს ცხელი ზაფხულის პერიოდში დასაქმებაზე. დამყარდება კავშირი ამ მოსწავლეთა მშობლებთან, შემდეგ სკოლის დირექტორთან და რესურს ცენტრთან. \მშობლებმა თავის მხრივ უნდა წარმოადგინონ შვილი ჯანმრთელობის ცნობა \მომზადებული ჯგუფი ხელმძღვანელთან ერთად მიმართავს სასურველ ფირმას ან კომპანიას,რომელიც შესთავაზებს მათ სხვადასხვა სამუშაოს. ძირითა
დად სამუშაოს აქცენტი გაკეთდება ნაყინზე, რომელიც ყველაზე უფრო მოსახერხებელი და მსუბუქი სატარებელია მოსწავლისთვის. მოსწავლეებმა სამუშაოს გაადვილების მიზნით გამოიყენონ ველოსიპედი. ამ სეზონის განმავლო
ბაში მოსწავლეებს შეუძლიათ იმუშაონ ქალაქში, როგორც ინდივიდუალურად ასევე ქალაქგარეთ \კერძოდ კურორტ ანაკლიასა და განმუხურის სანაპიროებზე\ ჯგუფურად. ქალაქიდან საკურორტო ზონისკენ გადის ავტობუსი, –
რომელიც გაუადვილებს მოსწავლეებს გადაადგილებას იაფად და უსაფრთხოდ. აქვე განსაზღვრული იქნება სამუშაო ს ა ათები. ის არ უნდა აღემატებოდეს 4–6 საათს.
ასეთი მუშაობის წესი მოსწავლეს აჩვევს სამუშაო რეჟიმს, საზოგადოებასთან ურთიერთობას, სწორად ცხოვრების წესს და რომ ‘’უფასო სადილი არ არსებობს’“
4 . მონაწილეთა ასაკი: 16–17–18
5. ვადები \ხანგრძლივობა\: 2,5––3 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტი ვობები კლასში: ჩატარდება ლექცია–გაკვეთილი შრომის აუცილებლობაზე, მის შედეგზე, დამოუკიდებლად ცხოვრებაზე და მის
აუცილებლობაზე ჩვენს ყოფით ცხოვრებაში. აუცილებელია მოსწავლეებს ვაჩვენოთ ვიდეო–ფილმები, სადაც ისინი ნახა ვენ მათი თანატოლების აქტიურ შრომით ცხოვრებას .
7.
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლე ჩაერთვება შრომით საქმიანობაში, მას ექნება
საკუთარი სახსრები, გაიუმჯობესებს პირად ეკონომიკურ
პრობლემებს,თუ როგორ უნდა გამოიყენოს შეზღუდული
რესურსი \ფული\ თავისი უსაზღვრო მოთხოვნილებების
დასაკმაყოფილებლად.
8.
სარგებელი სხვებისთვის:
ყოველივე ეს მოსწავლეს დაარწმუნებს იმაშ, რომ გარდა თა–
ვისი სარგებელისა მას შეუძლია სარგებელი მოუტანოს
სახელმწიფო ბიუჯეტსა და საკუთარ ოჯახსაც.
9.
სამუშაო ენა:
ქართული ენა, რუსული ენა და ინგლისური ენა
10.
მონაწილეები სხვა სკოლ ე ბიდან:
ამ პროექტში შეიძლება ჩაირთოს სხვა სკოლის მოსწავლეები და ამით გაიზარდოს დასაქმების ქსელი.
11.
საგნებთან \საგნობრივ ჯგუფებთან\ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ეკონომიკასთან, გეოგრაფიასთან
12.
პროექტის ფალსილიტატორი: მადონა გეთია
13. ფალსიტატორის ელ. ფოსტა
Madonagetia.@gmail.com
Sunday, April 18, 2010
პროექტი
Subscribe to:
Posts (Atom)